Thursday, June 30, 2016

პრეზენტაცია "დაცული ტერიტორიები"

პროექტი


პროექტი
           მრავავალუჯრედიანი ორგანიზმები.-გაკვეთილი ბუნებაში.
დედამიწაზე რამდენიმე მილიონი მცენარე,ცხოველი,სოკო, ბაქტერია და წყალმცენარე ცხოვრობს.თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი და გვარი აქვს.როგორ გავარკვიოთ ,რა ჰქვია ჩვენთვის უცნობ მცენარეს ან ცხოველს?
მიზანი:ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვების და ბუნებაში მოქცევის უნარ-ჩვევების                
            შესწავლა,სახეობის რკვევა.
მონაწილეთა ასკი; 12-14 წელი
პროექტის ჩატარების ვადა:ორი გაკვეთილი.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:მწერბადე,ლუპა ,ბინოკლი,ეგზჰაუსტერი, მწერების      
                                                                   ბიოლოგიური სარკვევი,ფრინველების      
                                                                  სარკვევი,ფოტოაპარატი,ფანქარი ბლოკნოტი
ადგილის შერჩევა:სკოლასთან ახლომდებარე ადგილი,სადაც შესაძლებელი იქნება ველურ
მცენარეებზე და გარეულ ცხოველებზე დაკვირვება-ტბა, მდინარის ჭალა,ტყის კორომი,მინდორი.
პროექტის მსვლელობა:გაიყავით ორ ჯგუფად.ერთმა მოამზადოს საველე მუშაობისას ნანახი მცენარეების სია. მეორე ჯგუფმა კი მოამზადოს ნანახი ცხოველების სია.
*გადაუღეთ სურათები მცენარეებს და ცხოველებს და გაარკვიეთ სახეობები.
*მწერბადის დახმარებით დაიჭირეთ პეპლები და ნემსიყლაპიები.შეეცადეთ ისე გაარკვიოთ სახეობები რომ მწერები არ დააზიანოთ.
*ბინოკლის და საველე სარკვევის დახმარებით გაარკვიეთ ნანახი ფრინველის სახეობები.
ორივე ჯგუფმა მოამზადეთ პრეზენტაცია,რომელშიც შეეცდებით უპასუხოთ კითხვებს:ა)რომელი სახეობები შეგხვდათ ყველაზე ხშირად?ბ)რომელი ცხოველები ნახეთ ყველაზე მეტი?


Tuesday, June 28, 2016

გაკვეთილის გეგმა







გაკვეთილის  მთავარი თემა
რას ნიშნავს ნაერთთა კლასი..
სწავლების საფეხური
მე-8 კლასი. 


მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 3 მოსწავლე.სამივე საშუალო დონისაა.

ოქსიდი;
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
*შედარების კლასიფიცირების უნარის განვითარება.
*ოქსიდის შედგენილობის ქიმიური ფორმულით ასახვასა და სახელწოდებების შედგენილობის უნარის ფორმირება.
მიზნის მისაღწევი აქტივობები .

მოტივაციის სავარჯიშო;
1.რა თვისებებით გამოირჩევა ოქსიდი შედგენილობის თვალსაზრისით?
მოსწავლეებს ვავალებ შეადგინონ  მეტალის დაარამეტალის ჟანგბადთან ნაერთები.აღნიშნონ რა მსგავსება და განსხვავებაა  მათ შედგენილობაში.
მოსწავლეები წერენ ფორმულებს ადარებენ ერთმანეთს დააღნიშნავენ რომ ორივეს შემადგენლობაში არის ჟანგბადი.
კლასს ვეკითხები;რა არის ჟანგბადის ლათინური სახელწოდება?
მოსწავლეები პასუხობენ -ოქსიგენიუმ.
განუმარტავ რომ ორი ელემენტის ნაერთს რომელთაგან ერთ-ერთი ჟანგბადია ოქსიდი ეწოდება.
*შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე ოქსიდი არსებობდეს მარტივი ნივთიერების სახით?ახსენით თქვენი პასუხი.
მოსწავლეები აკვირდებიან ფორმულებს და პასუხობენ
*ოქსიდი შედგება ორი ელემენტისაგან და ერთ -ერთი არის ჟანგბადი.
*მარტივი ნივთიერების სახით ოქსიდი ვერ იარსებებს, რადგან მარტივი ნივთიერება მხოლოდ ერთი ელემენტის ატომებისაგან შედგება,ოქსიდი კი ორი ელემენტის ნაერთია.
*დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე ცნობილი ოქსიდი პრაქტიკიდან.
მოსწავიეები ასახელებენ:რკინის ოქსიდი,ნახშირბადის ოქსიდი, ალუმინის ოქსიდი და ა.შ.
*მოსწავლეებს ურიგებ ბარათებს რომელზედაც ელემენტების სიმბოლოებია და ვავალებ ყველა შესაძლო შემთხვევაში შეადგინეთ ოქსიდების ქიმიური ფორმულები.
მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და ადგენენ ფორმულებს.
ვაჯამებ გაკვეთილს და ვაძლევ საშინაო დავალებას.


მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა და დრო
1.მთელ კლასთან მუშაობა-მოტივაციის სავარჯიშო-5წთ
2.ინდივიდუალური სამუშაო-15წთ
3.ინდივიდუალური მუშაობა-10წთ
4მთელ კლასთან მუშაობა-10წთ
5.საშინაო დავალება-5წთ



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო.ოქსიდების ნიმუშები[სადემონსტრაციოდ].
ვირტუალური ლაბორატორია.დაფა,ცარცი, რვეული,პასტა.
შეფასება


განმსაზღვრელი და განმავითარებელი



გაკვეთილის  მთავარი თემა
ერთ და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები.
სწავლების საფეხური
მე-7 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა
ორი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს უჯრედზე,როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ ერთეულზე;სხვადასხვა სათუალებით გამოსახავსსიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს და იმსჯელებს მათ შესახებ.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს უჯრედზე, როგრც ორგანიზმის ერთეულზე; მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან უჯრედის ფორმის მრავალეროვნების შესახებ(ერთ და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში)
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაციისათვის ვსვავ კითხვებს;
-გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და ჩამოთვალეთ ადამიანის ორგანიზმის ორგანოები.
ჩამოთვალეთ ვაშლის ხის ორგანოები.
-განვიხილოთ ფოთოლი, როგორც ვაშლის ხის შემადგენელი ერთ-ერთი ორგანო.
რა ნაწილებისაგან შედგება?
თქვენი აზრით ფოთლის ფირფიტა სტრუქტურულად რისგანაა აგებული?.ის კიდევ რისგან შედგება?
მოსწავლეები გამოთქვავენ თავიანთ აზრს.-10წთ
შეფასების საგანი დაპროცედურები
შეფასების კრიტერიუმები:
1. შეუძლია უჯრედზე,როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ ერთეულზე მსჯელობა.
2. შეუძლია სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე მსჯელობა.
3. შეუძლია ტერმინების- უჯრედი, ქსოვილი,ორგანო,ერთ უჯრედიანი მრავალუჯრედიანი-განმარტება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები, მარკერებიკომპიუტერი, პროექტორი, დაფა, გამადიდებელი ხელსაწყოები:ლუპა, მიკროსკოპი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიედგება
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
·                     A  ფაზა (გამოწვევა) - 15
მოსწავლეებს განუმარტავ კითხვაზე კიდევ რისგან შედგება ფოთოლი? ესკითხვა ბიოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ყველა ეტაპზე აინტერესებდათ მკვლევარებს.გამადიდებელი ხელსაწყოების შექმნამ უამრავი აღმოჩენის საშუალება მისცა ბიოლოგებს. მანამდე კი ისინი გამოთქვავდნენ ვარაუდებს.გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენებით მრავალი მეცნიერის ვარაუდი დადასტურდა.

·                     B  ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22
ამის შემდეგ ვიწყებ ჯაჭვურ თხრობას
1.მოსწავლეებს ვაძლევ მიკროსკოპს დაფოთლის ფირფიტას,ხახვის ანათალს.ისინი ათვალიერებენ .ნახულობენ რომ ის შედგება პატარა განყოფილებებისაგან.მათ განუმარტავ რომ თითოეულასეთ განყოფილებას უჯრედი ეწოდება.
2.მრავალუჯრედიან ორგანიზმებში,კერძოდ სოკოებში,მცენარეებსა და ცხოველებში,უჯრედების ერთობლიობა ქმნის ქსოვილებს.
3.ქსოვილებისაგან კი იქმნება ორგანიზმის ორგანოები.
·                     C  ფაზა (გამთლიანება)-
·                     მიკროსკოპი დაეხმარა მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმები დაეყოთ ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ორგანიზმებად.
·                     დაადგინეს რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმის სხეული უჯრედებისგანაა აგებული.


შეფასების სქემა.
კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-10
მოსწავლე მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
მოსწავლე არასწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე
მოსწავლე ხარვეზებით მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
მოსწავლე ძირითადად სწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
სრულყოფილად
მოსწავლე სხვადასხვა საშუალებებით გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს/უჯრედი,ქსოვილი,ორგანო,ორგანიზმი.
მოსწავლე ვერ ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
მოსწავლე ხარვეზებით  ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
მოსწავლე ძირითადად ახერხებს.სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
სრულყოფილად

თემა;-ნივთიერების მყარი, თხევადი, და აირადი მდგომარეობა.
შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-9
მოსწავლე აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე არასწორად აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე არასრულყოფილად აღწერს ნივთიერების სამ აგრეგეტულ მდგომარეობას.
მოსწავლე აღწერს ნივტიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე წარმატებით აღწერსნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლეს შეუძლია მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს მათი თვისებების მიხედვით.
მოსწავლეს არ შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს თვისებების მიხედვით.
მოსწავლეს ხარვეზებით შეუძლია ნივთ.აგრეგატული მდგომარეობები განასხვაოს თვისებების მიხედვით.

მოსწავლეს ძირითადად შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარობები განასხვაოს მათი თვისებების  მიხედვით.
მოსწავლეს წარმატებით შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს მათი თვისებების მიხედვით
მოსწავლეს შეუძლია მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურმოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.




არ შეუძლია ნივთიერებები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.
მოსწ.ხარვეზებით  შეუძლია ნივთ.აგრეგატული მდგომარეობები განასხვაოს ატ-მოლეკ სტრუქტურის მიხედვით.
მოსწავლეს ძირითადად შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით
მოსწავლეს წარმატებითშეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.


გაკვეთილის სასწავლო მიზანი.
საგანი
თემა
სასწავლო მიზანი სტანდარტის მიხედვით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები.
ნივთიერების სიმკვრივე.
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ნივთიერების სიმკვრივე მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ფორმულები,ამოცანების ამოსახსნელად.განუვითარდეს სააზროვნო,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

რის მიხედვით ყალიბდება კრიტერიუმები?
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ნივთიერების სიმკვრივე მის პრაქტიკულ გამოყენებასთან; ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.განუვითარდეს სააზროვნო ,კომუნიკაციის უნრ-ჩვევები.
1.განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
2.მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
3.შესაბამის ცნებებს და ფორმულებს ადეკვატურად იყენებს ამოცანების ამოსახსნელად.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-3

4-5
6-7
8-10
განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს
არასწორად განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
არასრულად განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
საუბრობს ,რა განაპირობებს სიმკვრივეს და განმარტავს.
განიხილავს რა კავშირია მასას,მოცულობას და სიმკვრივეს შორის და განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს;
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

არასწორად მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
ზოგადად და ხარვეზებით მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე- მაგ.აანალიზებს კვადროციკლის სხვადასხვა ნაწილების სხვადასხვა სიმკვრივის ნივთიერებისგან დამზადების მიზანშეწონილობას.
ამოცანების ამოხსნისას იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს
ამოცანების ამოხსნისას ვერ იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას ხარვეზებით იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას წარმატებით იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.

Monday, November 16, 2015

პორტფოლიო პროექტის

https://drive.google.com/folderview?id=0BzaQDftf6nX_MFBMUWJTT2pidjg&usp=sharing

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
რუსუდან  ყიფიანი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება 
მჟავა წვიმები და მისი უარყოფითი გავლენა ეკოსისტემაზე
თემის შინაარსი  
მოსწავლემ შეძლოს გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.გამოიყენოს მჟავების, ფუძეების და ნეიტრალიზაციის რეაქციების შესახებ მიღებული ცოდნა და დასახოს გეგმა ნიადაგის მჟავიანობის გაზრდის ან შემცირების შესახებ.
საგანი 
 ქიმია    
დონე/კლასი  
    მე-9
განხორციელების დროის ჩარჩო
10 დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქიმია IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
  • წარმოადგენს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით(ნახატი,დიაგრამა,რეაქციის სქემები).
ქიმ.IX.7 მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
  • იყენებს მჟავების,ფუძეებისა და ნეიტრალიზაციის შესახებ მღებულ ცოდნას და დასახავს გეგმას ნიადაგების მჟავიანობის შესამცირებლად ან გასაზრდელად.
კვლ. IX.1. მოსწაავლეს შეუზლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ. IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება ან მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები.


მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას  სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიონ ინფორმაცია ‘’მჟავა წვიმების’’ წარმოშობის შესახებ. გაარკვიონ, თუ რა უარყოფითი ზიანის მიყენება  შეუძლია ასეთ წვიმებს ეკოსისტემისათვის.
ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ნიადაგის შედგენილობა მკვეთრად იცვლება.-მატულობს მჟავიანობა.რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე.ამიტომ მოსწავლეებს დაევალათ, მოსახლეობაში  ჩაეტარებიათ გამოკითხვა და გაერკვიათ ვინ იყო უკმაყოფილო საკუთარი მიწის ნაკლებმოსავლიანობაზე.
დაევალათ;  პრობლემური მიწის ნაკვეთიდან წამოეღოთ ნიადაგის სინჯი და ჩაეტარებინათ  კვლევა- ნიადაგის  მჟავიანობაზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა საფრთხეს უქმნის მჟავა წვიმები  გარემოს?
თემატური კითხვები
რა გზითაა შესაძლებელი მჟავა წვიმების თავიდან აცილება?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ უშლის ხელს მომატებული მჟავიანობა მცენარეთა ნორმალურ ზრდა-განვითარებას?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგების და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
.შევკრიბე  პროექტში მონაწილე მოსწავლეები.
გავეცანით პროექტის გეგმას  და მოსწავლეებს მიეცათ დავალება.
1.მოახდინონ  სოფელ ხვანჭკარის მოსახლეობის გამოკითხვა-ვინ არის უკმაყოფილო მიწის ნაკვეთის დაბალი მოსავლიანობით
2.აიღონ მიწის სინჯი  ლაბორატორიული კვლევისათვის.
მოსწავლეებმა სოფელში ჩაატარეს გამოკითხვა და შეარჩიეს სამი პრობლემური მიწის ნაკვეთი.გაიგეს რომ ამ ნაკვეთში სასუქის შეტანის  შემდეგაც კი მოსავლიანობა დაბალი იყო.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება;საკვლევ    ნიადაგში გაიგონ  მჟავიანობა.
მაღალი  მჟავიანობის შემთხვევაში  მისცენ საჭირო რეკომენდაცია.
მოსწავლეებმა იციან რომ მჟავაიანობას შეამცირებს კალციუმის და მაგნიუმის კარბონატების შეტანა ნიადაგში.რაც გამოიწვევს მოსავლიანობის გაზრდას









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.