პროექტი
მრავავალუჯრედიანი
ორგანიზმები.-გაკვეთილი ბუნებაში.
დედამიწაზე რამდენიმე მილიონი მცენარე,ცხოველი,სოკო,
ბაქტერია და წყალმცენარე ცხოვრობს.თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი და გვარი აქვს.როგორ
გავარკვიოთ ,რა ჰქვია ჩვენთვის უცნობ მცენარეს ან ცხოველს?
მიზანი:ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვების და ბუნებაში
მოქცევის უნარ-ჩვევების
შესწავლა,სახეობის რკვევა.
მონაწილეთა ასკი; 12-14 წელი
პროექტის ჩატარების ვადა:ორი გაკვეთილი.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:მწერბადე,ლუპა ,ბინოკლი,ეგზჰაუსტერი,
მწერების
ბიოლოგიური სარკვევი,ფრინველების
სარკვევი,ფოტოაპარატი,ფანქარი ბლოკნოტი
ადგილის შერჩევა:სკოლასთან
ახლომდებარე ადგილი,სადაც შესაძლებელი იქნება ველურ
მცენარეებზე და გარეულ
ცხოველებზე დაკვირვება-ტბა, მდინარის ჭალა,ტყის კორომი,მინდორი.
პროექტის მსვლელობა:გაიყავით
ორ ჯგუფად.ერთმა მოამზადოს საველე მუშაობისას ნანახი მცენარეების სია. მეორე ჯგუფმა
კი მოამზადოს ნანახი ცხოველების სია.
*გადაუღეთ სურათები მცენარეებს
და ცხოველებს და გაარკვიეთ სახეობები.
*მწერბადის დახმარებით
დაიჭირეთ პეპლები და ნემსიყლაპიები.შეეცადეთ ისე გაარკვიოთ სახეობები რომ მწერები არ
დააზიანოთ.
*ბინოკლის და საველე სარკვევის
დახმარებით გაარკვიეთ ნანახი ფრინველის სახეობები.
ორივე ჯგუფმა მოამზადეთ
პრეზენტაცია,რომელშიც შეეცდებით უპასუხოთ კითხვებს:ა)რომელი სახეობები შეგხვდათ ყველაზე
ხშირად?ბ)რომელი ცხოველები ნახეთ ყველაზე მეტი?
No comments:
Post a Comment