Tuesday, June 28, 2016

გაკვეთილის გეგმა







გაკვეთილის  მთავარი თემა
რას ნიშნავს ნაერთთა კლასი..
სწავლების საფეხური
მე-8 კლასი. 


მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 3 მოსწავლე.სამივე საშუალო დონისაა.

ოქსიდი;
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
*შედარების კლასიფიცირების უნარის განვითარება.
*ოქსიდის შედგენილობის ქიმიური ფორმულით ასახვასა და სახელწოდებების შედგენილობის უნარის ფორმირება.
მიზნის მისაღწევი აქტივობები .

მოტივაციის სავარჯიშო;
1.რა თვისებებით გამოირჩევა ოქსიდი შედგენილობის თვალსაზრისით?
მოსწავლეებს ვავალებ შეადგინონ  მეტალის დაარამეტალის ჟანგბადთან ნაერთები.აღნიშნონ რა მსგავსება და განსხვავებაა  მათ შედგენილობაში.
მოსწავლეები წერენ ფორმულებს ადარებენ ერთმანეთს დააღნიშნავენ რომ ორივეს შემადგენლობაში არის ჟანგბადი.
კლასს ვეკითხები;რა არის ჟანგბადის ლათინური სახელწოდება?
მოსწავლეები პასუხობენ -ოქსიგენიუმ.
განუმარტავ რომ ორი ელემენტის ნაერთს რომელთაგან ერთ-ერთი ჟანგბადია ოქსიდი ეწოდება.
*შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე ოქსიდი არსებობდეს მარტივი ნივთიერების სახით?ახსენით თქვენი პასუხი.
მოსწავლეები აკვირდებიან ფორმულებს და პასუხობენ
*ოქსიდი შედგება ორი ელემენტისაგან და ერთ -ერთი არის ჟანგბადი.
*მარტივი ნივთიერების სახით ოქსიდი ვერ იარსებებს, რადგან მარტივი ნივთიერება მხოლოდ ერთი ელემენტის ატომებისაგან შედგება,ოქსიდი კი ორი ელემენტის ნაერთია.
*დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე ცნობილი ოქსიდი პრაქტიკიდან.
მოსწავიეები ასახელებენ:რკინის ოქსიდი,ნახშირბადის ოქსიდი, ალუმინის ოქსიდი და ა.შ.
*მოსწავლეებს ურიგებ ბარათებს რომელზედაც ელემენტების სიმბოლოებია და ვავალებ ყველა შესაძლო შემთხვევაში შეადგინეთ ოქსიდების ქიმიური ფორმულები.
მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და ადგენენ ფორმულებს.
ვაჯამებ გაკვეთილს და ვაძლევ საშინაო დავალებას.


მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა და დრო
1.მთელ კლასთან მუშაობა-მოტივაციის სავარჯიშო-5წთ
2.ინდივიდუალური სამუშაო-15წთ
3.ინდივიდუალური მუშაობა-10წთ
4მთელ კლასთან მუშაობა-10წთ
5.საშინაო დავალება-5წთ



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო.ოქსიდების ნიმუშები[სადემონსტრაციოდ].
ვირტუალური ლაბორატორია.დაფა,ცარცი, რვეული,პასტა.
შეფასება


განმსაზღვრელი და განმავითარებელი



გაკვეთილის  მთავარი თემა
ერთ და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები.
სწავლების საფეხური
მე-7 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა
ორი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს უჯრედზე,როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ ერთეულზე;სხვადასხვა სათუალებით გამოსახავსსიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს და იმსჯელებს მათ შესახებ.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს უჯრედზე, როგრც ორგანიზმის ერთეულზე; მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან უჯრედის ფორმის მრავალეროვნების შესახებ(ერთ და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში)
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაციისათვის ვსვავ კითხვებს;
-გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და ჩამოთვალეთ ადამიანის ორგანიზმის ორგანოები.
ჩამოთვალეთ ვაშლის ხის ორგანოები.
-განვიხილოთ ფოთოლი, როგორც ვაშლის ხის შემადგენელი ერთ-ერთი ორგანო.
რა ნაწილებისაგან შედგება?
თქვენი აზრით ფოთლის ფირფიტა სტრუქტურულად რისგანაა აგებული?.ის კიდევ რისგან შედგება?
მოსწავლეები გამოთქვავენ თავიანთ აზრს.-10წთ
შეფასების საგანი დაპროცედურები
შეფასების კრიტერიუმები:
1. შეუძლია უჯრედზე,როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ ერთეულზე მსჯელობა.
2. შეუძლია სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე მსჯელობა.
3. შეუძლია ტერმინების- უჯრედი, ქსოვილი,ორგანო,ერთ უჯრედიანი მრავალუჯრედიანი-განმარტება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები, მარკერებიკომპიუტერი, პროექტორი, დაფა, გამადიდებელი ხელსაწყოები:ლუპა, მიკროსკოპი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიედგება
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
·                     A  ფაზა (გამოწვევა) - 15
მოსწავლეებს განუმარტავ კითხვაზე კიდევ რისგან შედგება ფოთოლი? ესკითხვა ბიოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ყველა ეტაპზე აინტერესებდათ მკვლევარებს.გამადიდებელი ხელსაწყოების შექმნამ უამრავი აღმოჩენის საშუალება მისცა ბიოლოგებს. მანამდე კი ისინი გამოთქვავდნენ ვარაუდებს.გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენებით მრავალი მეცნიერის ვარაუდი დადასტურდა.

·                     B  ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22
ამის შემდეგ ვიწყებ ჯაჭვურ თხრობას
1.მოსწავლეებს ვაძლევ მიკროსკოპს დაფოთლის ფირფიტას,ხახვის ანათალს.ისინი ათვალიერებენ .ნახულობენ რომ ის შედგება პატარა განყოფილებებისაგან.მათ განუმარტავ რომ თითოეულასეთ განყოფილებას უჯრედი ეწოდება.
2.მრავალუჯრედიან ორგანიზმებში,კერძოდ სოკოებში,მცენარეებსა და ცხოველებში,უჯრედების ერთობლიობა ქმნის ქსოვილებს.
3.ქსოვილებისაგან კი იქმნება ორგანიზმის ორგანოები.
·                     C  ფაზა (გამთლიანება)-
·                     მიკროსკოპი დაეხმარა მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმები დაეყოთ ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ორგანიზმებად.
·                     დაადგინეს რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმის სხეული უჯრედებისგანაა აგებული.


შეფასების სქემა.
კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-10
მოსწავლე მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
მოსწავლე არასწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე
მოსწავლე ხარვეზებით მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
მოსწავლე ძირითადად სწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე.
სრულყოფილად
მოსწავლე სხვადასხვა საშუალებებით გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს/უჯრედი,ქსოვილი,ორგანო,ორგანიზმი.
მოსწავლე ვერ ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
მოსწავლე ხარვეზებით  ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
მოსწავლე ძირითადად ახერხებს.სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.
სრულყოფილად

თემა;-ნივთიერების მყარი, თხევადი, და აირადი მდგომარეობა.
შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-9
მოსწავლე აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე არასწორად აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე არასრულყოფილად აღწერს ნივთიერების სამ აგრეგეტულ მდგომარეობას.
მოსწავლე აღწერს ნივტიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლე წარმატებით აღწერსნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
მოსწავლეს შეუძლია მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს მათი თვისებების მიხედვით.
მოსწავლეს არ შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს თვისებების მიხედვით.
მოსწავლეს ხარვეზებით შეუძლია ნივთ.აგრეგატული მდგომარეობები განასხვაოს თვისებების მიხედვით.

მოსწავლეს ძირითადად შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარობები განასხვაოს მათი თვისებების  მიხედვით.
მოსწავლეს წარმატებით შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს მათი თვისებების მიხედვით
მოსწავლეს შეუძლია მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურმოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.




არ შეუძლია ნივთიერებები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.
მოსწ.ხარვეზებით  შეუძლია ნივთ.აგრეგატული მდგომარეობები განასხვაოს ატ-მოლეკ სტრუქტურის მიხედვით.
მოსწავლეს ძირითადად შეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით
მოსწავლეს წარმატებითშეუძლია მყარი,თხევადი და აირადი მდგომარეობები განასხვაოს ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით.


გაკვეთილის სასწავლო მიზანი.
საგანი
თემა
სასწავლო მიზანი სტანდარტის მიხედვით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები.
ნივთიერების სიმკვრივე.
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ნივთიერების სიმკვრივე მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ფორმულები,ამოცანების ამოსახსნელად.განუვითარდეს სააზროვნო,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

რის მიხედვით ყალიბდება კრიტერიუმები?
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ნივთიერების სიმკვრივე მის პრაქტიკულ გამოყენებასთან; ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.განუვითარდეს სააზროვნო ,კომუნიკაციის უნრ-ჩვევები.
1.განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
2.მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
3.შესაბამის ცნებებს და ფორმულებს ადეკვატურად იყენებს ამოცანების ამოსახსნელად.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-3

4-5
6-7
8-10
განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს
არასწორად განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
არასრულად განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს.
საუბრობს ,რა განაპირობებს სიმკვრივეს და განმარტავს.
განიხილავს რა კავშირია მასას,მოცულობას და სიმკვრივეს შორის და განმარტავს ნივთიერების სიმკვრივეს;
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

არასწორად მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
ზოგადად და ხარვეზებით მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
მსჯელობს ნივთიერების სიმკვრივის პრაქტიკულ გამოყენებაზე- მაგ.აანალიზებს კვადროციკლის სხვადასხვა ნაწილების სხვადასხვა სიმკვრივის ნივთიერებისგან დამზადების მიზანშეწონილობას.
ამოცანების ამოხსნისას იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს
ამოცანების ამოხსნისას ვერ იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას ხარვეზებით იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.
ამოცანების ამოხსნისას წარმატებით იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს.

No comments:

Post a Comment